პროექტზე დაფუძნებული სწავლება.ისტ-ის ინტეგრირება.
Monday, October 17, 2016
შემაჯამებელი რეფლექსია
ინტელის პროექტის ტრენინგზე შევისწავლე,თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტი,რა აქტივობები შევიტანო,როგორ შევაფასო მოსწავლეები, პროექტის მსვლელობის დროს. ავირჩიე პროექტი ბუნებიდან ,,საქართველოს კუთხეები",მოვახდინე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,რომლის მიზეზი მოსწავლეთა ხელშეწყობაა და ორიენტირებული იქნება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ცოდნის გაღრმავებაზე,
ტექნოლოგიების დაუფლებაზე,პრობლემების გადაწყვეტაზე, ჩემი მიზანია მოსწავლეები ფლობდნენ ოცდამეერთე საუკუნის უნარებს.
Sunday, October 2, 2016
Saturday, October 1, 2016
მერვე დღე
გავიმეორეთ განმავითარებელი შეფასების ხუთივე სტრატეგია.გავიგე,პროექტის დაწყებიდან დამთავრებამდე,თითოეული აქტივობის შემდეგ როგორ გამოვიყენო შეფასება.ნებისმიერ პროდუქტს მაგალითად;გაზეთს ან სლაიდს ვაფასებ ვიზუალურად,პასუხობს თუ არა მოძიებული ინფორმაცია თემას,მნიშვნელოვანია ასევე გაგება-გააზრება.შეფასების სტრატეგიებიდან ავირჩიე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი,თვითშეფასების კითხვარი გავაკეთე ვორდის დოკუმენტში და გადავიტანე პორტფოლიოს საქაღალდეში.დავგეგმე კონფერენციის დღის წესრიგი.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.
Wednesday, September 21, 2016
მეექვსე დღე
ელექტრონული წიგნიდან გადმოვიწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.შევაფასე სტანდარტთან მიმართებაში პროექტის გეგმაში ატვირთული კითხვები. გავიგე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობასა და დასრულების დროს. ჩამოვთვალეთ მოსწავლის სავარაუდო პროდუქტები: პრეზენტაცია კედლის გაზეთი,ნახატები,აფიშა.ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ავირჩიე გაზეთი, ჩამოვაყალიბეთ როგორი ფორმით უნდა შექმნილიყო. დასრულებული გაზეთი ავტვირთე ბლოგზე.დღევანდელი ნასწავლი დამეხმარება პროექტი გავხადო საინტერესო,მრავალფეროვანი და პროდუქტიული.

Saturday, September 17, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
კიდევ ერთხელ განვიხილეთ საკვანძო სიტყვები;ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.ვიმსჯელეთ რა უნარ-ჩვევებს ჩამოუყალიბებს მოსწავლეს,კითხვები ჩამოვაყალიბე სტანდარტის მიხედვით ისე,რომ სწორად წარვმართო პროექტი და მივიდე დასახულ მიზნამდე.ვისწავლე ბლოგში სტატისტიკის ნახვა,პარამეტრების შეცვლა,ფერების რეგულირება,გვერდების დამატება და დასათაურება.ასევე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.დეტალურად განვიხილეთ განმავითარებელი სტრატეგიები.

Subscribe to:
Posts (Atom)